LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია წვიმა და თოვლი, ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს“ – ამინდის პროგნოზი

199
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობთ, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები