მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ, გიორგი არევაძემ ექსპრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.
მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, რომ ქართულად ესაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილი „ქართულს ფლობს, თანაც ძალიან კარგად.“
სააკაშვილის ძმა: სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს - პროცესის განვითარებას მოსამართლე არევაძის დამოკიდებულება განსაზღვრავს
„შეიძლება ერთ სასამართლო პროცესში დაასრულოს, შეიძლება - ათში. უბრალოდ, ჩვენ კიდევ ვაფიქსირებთ, რომ პროცესების გაწელვა მის მდგომარეობას მეტად დაამძიმებს“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
„ბატონო მიხეილ, თქვენ კი ხართ უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ფლობთ ქართულ ენას, სამართალწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, შესაბამისად, ქართულად უნდა მოგვმართოთ. მე არ ვიცი უკრაინული ენა“, – მიმართა მოსამართლემ სააკაშვილს.
აღნიშნულის გამო, მოსამართლის გადაწყვეტილებით სააკაშვილი სასამართლო პროცესიდან დროებით გათიშეს, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. რამდენიმე წუთით პროცესიც შეწყდა.
გიული ალასანია: „ჩემი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები – ხელში მაკვდება შვილი“
საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უკრაინულიდან დარბაზში მყოფი უკრაინის საკონსულოს წარმომადგენელი გადათარგმნის, რასაც მოსამართლეც დაეთანხმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
„ასეთია დღეს მიშა, ამას ვუყურებ და ვუძლებ“ – გამოხმაურებები მიხეილ სააკაშვილის პირველ კადრებზე