„მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით!“ – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა.
მან არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებზე, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას კიდევ ერთხელ გააკეთა და თქვა:
მამუკა მდინარაძე – „თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან – მის ადგილზე შემრცხვებოდა, რომ პოლიტიკოსს აქციაზე, ტრიბუნიდან, ერთი საათით ადრე, ჩემ მაგივრად გამოეცხადებინა გადაწყვეტილება“
„ასეთი ცნობილი ფრაზა არსებობს „თამაში გაყიდა“. ელისაშვილმა „თამაში გაყიდა“, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ.“
„მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით! ურყევად მჯერა, რომ საქართველოს მომავალი სამართლის უზენაესობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული!“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ვლადიმერ ხუჭუამ.
ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 4 ნოემბერს წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ექსპერიმენტი სხდომათა დარბაზში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ინიციატივით ჩატარდა, რითაც დადასტურდა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა.
7 ნოემბერს კი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.