LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლე მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს

116
მზია ამაღლობელი

მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში განიხილებოდა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე, ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ.

გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე(პრიმა) მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს.

გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.

„მზია პროცესზე ერთი წამით არ დამჯდარა, ეს მისი შინაგანი პროტესტია“ – მაია მწარიაშვილი

„მზია პროცესზე ერთი წამით არ დამჯდარა, ეს მისი შინაგანი პროტესტია“ – მაია მწარიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g