თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ამბობს, რომ ის რესტორან „ბაბილოში“ მოსამართლეების კორპორაციული წვეულებაზე არ მიიწვიეს.
მისი თქმით, ის დამატებით დეტალებსა და გარემოებებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ქართველი მოსამართლის ღირსებას და პრესტიჟს უფრთხილდება.
„ვადასტურებ, რომ არ ვიყავი მიწვეული კორპორაციულ წვეულებაზე. არავის ჰქონია ჩემთან აღნიშნულის თაობაზე კომუნიკაცია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს შეხვედრებზე არ ვარ მიწვეული. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ამით მე არაფერი დამაკლდება. სხვა დეტალებსა და ნიუანსებზე არ მსურს საუბარი, ჩემთვის მთავარია გავუფრთხილდე სასამართლოს პრესტიჟს, ქართველი მოსამართლის ღირსებას და ასევე პრესტიჟს. მე არ გამკვირვებია ზოგი მოსამართლის მხრიდან ჩემი მისამართით არაკორექტული ქმედებები, წინა წლებშიც იყო მსგავსი რამ. მე არაფერი მაკლდება, არ ვსაუბრობ სხვა რაიმე დეტალებზე მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველი მოსამართლის ღირსებას და პრესტიჟს გავუფრთხილდე“,- აღნიშნა ხუჭუამ.