LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით… მადლობა საქართველოს სიყვარულისთვის“

165
მიხეილ სააკაშვილი, ვლადიმერ ხუჭუა

„სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი უაღრესად უარყოფითი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი მოსამართლეს ქვეყნის სიყვარულისთვის მადლობას უხდის.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი – სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

„სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი უაღრესად უარყოფითი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით. მადლობა საქართველოს სიყვარულისთვის!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ინფორმაციისთვის, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g