მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შესაძლოა, უახლოესი რამდენიმე თვე არ დასრულდეს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი განმარტავს, რომ კანონპროექტი რამდენიმე პრინციპს უნდა პასუხობდეს, პირველ რიგში კი, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს,. მისივე თქმით, ისინი უნდა აკვირდებოდნენ, გასაუბრების, შერჩევისა და კითხვებზე პასუხების გაცემის პროცესს.
დეპუტატის თქმით, საქართველოს პარლამენტში ღია განხილვის დროს ყველა კანდიდატზე ინდივიდუალური კენჭისყრა იქნება.
ჩუგოშვილი ამბობს, რომ ისინი ხანგრძლივი, საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ წარმოებული დისკუსიების შედეგად გადაწყვეტენ, რომელი მოსამართლეა მისაღები და რომელი – არა.
“თუ ისინი იმ ტესტს ვერ გაუძლებენ, რაც უნდა გაიარონ, არ გამოვრიცხავ, რამდენიმე კანდიდატურაზე პარლამენტმა უარი თქვას”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.