LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა“ – საია ნატა ფერაძის საქმეს გაასაჩივრებს

257
ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის დაკავებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაასაჩივრებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა.

„გადაწყვეტილება კანონის ფარგლებშია – მეტიც, გვექნება ინიციატივა, რომ მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობა გავამკაცროთ“ – მიქანაძე ფერაძის საქმეზე

„დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო შჩერბაკოვი) ნატა ფერაძე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში სამართალდამრღვევად მიიჩნია და 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა.

„ვერ შემაშინებენ.. ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს, იმიტომ რომ შიგნიდან კიდევ ძალიან ბევრ ამბავს გამოვიტან“ – ნატა ფერაძე

„ალტ-ინფოს“ უგორებენ [კოჭს], რომ აი, ციხეში ვსვამთ თქვენი წმინდა სტალინის შელახვისთვის“.

დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ამ გადაწყვეტილებას საია დღესვე გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში“. – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის გამო შეეფარდა.

ფერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს არ დასწრებია. სამართალდამცველებმა დასაკავებლად მას სახლში მიაკითხეს.

„გეგმა იყო, რომ უნდა გადავეპარსე და ჩავექოლე“ – ნატა ფერაძემ უსაფრთხოების მიზნით, დროებით სახლი დატოვა

ნატა ფერაძე დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გამოყენებულია „პუბლიკას“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g