LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვი შეშფოთებულია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გამო

94

რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვი შეშფოთებულია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გამო.

 

“რუსულმა მხარემ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს აშშ-სთან და ნატოსთან მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო, მათ შორის მანევრების ჩატარების, იარაღის მიწოდებისა და სამხედროების სწავლების გამო. აღინიშნა, რომ თბილისის ასეთი კურსი, საერთაშორისო პლატფორმებზე კონფრონტაციული ანტირუსული ქმედებებით, ორმხრივი ნორმალიზაციის მიღწევებს საფრთხის წინაშე აყენებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური საკითხებისადმი განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ეკონომიკურ სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.

 

“წლის ბოლოს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა მესამედზე მეტით გაიზარდა და ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რუსეთის არის ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორი.კერძოდ, რუსულ ბაზარზე საქართველოში წარმოებული მთელი ღვინის ორიმესამედი მოხვდა. მდგრადად ვითარდება სატრანსპორტო კავშირიც. მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება განიხილავს დამატებითი რეგულარული ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობას. ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დატვირთულობასთან დაკავშირებით სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს სარკინიგზო-საბორანე კავშირი პორტ-კავკაზსა და ფოთს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მანამდე აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია. ადმინისტრაციის ცნობით,დიალოგის ფარგლებში აბაშიძემ, ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g