LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვი „უდიდესი მოსავლით“ ტრაბახობს – მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ „ყველაზე დიდი მოსავალი” არის მოპარული მარცვლეული – მიხაილო პოდოლიაკი

86
მიხაილო პოდოლიაკი

მოსკოვი „უდიდესი მოსავლით“ ტრაბახობს. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ „ყველაზე დიდი მოსავალი” არის მოპარული მარცვლეული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” გვერდზე წერს.

“მოსკოვი აფრიკასა და აზიაში სასურსათო კრიზისის ფონზე, “ისტორიაში მარცვლეულის “უდიდესი მოსავლით” ტრაბახობს. “შიმშილი ჩვენთვის შანსია” – უხეშად ამბობენ რუსი პროპაგანდისტები. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ “ყველაზე დიდი მოსავალი” არის მოპარული მარცვლეული. რუსეთის ფედერაციის ნამდვილი პორტრეტი: მკვლელები, ქურდები, ჯალათები”, – წერს პოდოლიაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g