LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში, აშშ-ს საელჩოსთან მდებარე ტერიტორიას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სახელი ეწოდა

71
მოსკოვი

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, აშშ-ს საელჩოს სიახლოვეს მდებარე უსახელო ტერიტორიას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სახელი ეწოდა.

ამგვარად, მოსკოვის საკრებულო გამოეხმაურა იმ ქუჩებისა და მოედნების დასახელებების გადარქმევას, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები არის განთავსებული.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ვებგვერდზე – „აქტიური მოქალაქე“ მოსახლეობას სთავაზობდნენ, რამდენიმე ვარიანტიდან აერჩიათ: მათ შორის, „დონბასის დამცველთა მოედანი“ ან „რუსეთის გმირის ვლადიმირ ჟოგის სახელობის მოედანი“ („სპარტას“ ბატალიონის მეთაური, რომელიც ვოლნოვახაზე შეტევის დროს მარტის დასაწყისში მოკლეს, რის შემდეგაც ვლადიმირ პუტინმა მას გმირის წოდება მიანიჭა).

თავდაპირველად მოსკოვის საკრებულოს დეპუტატებს სურდათ, ტერიტორიისთვის „დონბასის დამცველთა“ სახელი მიენიჭებინათ. აშშ-ს საელჩოში საპასუხოდ განაცხადეს, რომ გაკვირვებული არიან, მაგრამ არა შეურაცხყოფილნი და ივარაუდეს, რომ „დონბასის დამცველთა“ მოედანს დაერქმევა უკრაინელი ჯარისკაცების პატივსაცემად, რომლებიც გაბედულად იცავენ სამშობლოს კრემლის აგრესიისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g