LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსმენების საქმეზე დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს – იხილეთ სია

99
BeFunky-collage (3)

უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ მედიაომბუდსმენი ავრცელებს.

27 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, უკანონო ფარული მოსმენა–მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით 19 ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ თბილისის პროკურატურას განცხადებები უკვე წარუდგინა.

საუბარია 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებზე, „კრებსებზე“, რაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილს მოიცავს.

ამ ფაილებში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს.

სია 19 ჟურნალისტისა, რომლებიც ითხოვენ დაზარალებულად ცნობას, ასეთია:

  1. ნინია კაკაბაძე – უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი
  2. დავით გამისონია – რადიო თავისუფლება
  3. გელა მთივლიშვილი – მთის ამბები
  4. თათია ხალიანი – ონლაინგამოცემა პუბლიკა
  5. ლევან სუთიძე – ონლაინგამოცემა ტაბულა
  6. მარიამ ლომაძე – ტელეკომპანია კავკასია
  7. სალომე ჩადუნელი – ტელეკომპანია ფორმულა
  8. გიორგი კიკაბიძე – ტელეკომპანია ფორმულა
  9. ელისაბედ ციციშვილი – ტელეკომპანია ფორმულა
  10. ლუკა ხაჩიძე – ტელეკომპანია ფორმულა
  11. ნინო ვარძელაშვილი – ტელეკომპანია ფორმულა
  12. გიორგი კვიჟინაძე – ტელეკომპანია ფორმულა
  13. ნატა ქაჯაია – ტელეკომპანია პირველი
  14. ნანუკა ქაჯაია – ტელეკომპანია პირველი
  15. ვასილ დაბრუნდაშვილი – ტელეკომპანია პირველი
  16. რუსუდან ჯაბანიშვილი – ტელეკომპანია პირველი
  17. მაია მამულაშვილი – ტელეკომპანია პირველი
  18. სესილი ბოკერია – ტელეკომპანია პირველი
  19. ნატო გოგელია – ტელეკომპანია პირველი

მანამდე, დაზარალებულად ცნობას 11 ჟურნალისტი ითხოვდა, აქედან 2022 წლის 12 ივლისს 10 ჟურნალისტის სახელით უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა.

ამჟამად ორგანიზაცია მოსმენების საქმეზე 30 ჟურნალისტს ეხმარება. საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა, ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით ძლიერი გარანტიები შეიქმნას, ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის სტანდარტი გამყარდეს. შესაბამისად, დაცული იქნება საზოგადოების უფლება, ხელისუფლების ჩარევის გარეშე, მისთვის სასურველი მედიასაშუალებიდან, მიიღოს სანდო და ზუსტი ინფორმაცია.

მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით, მედიის დახმარებას აგრძელებს. მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა – მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს ცხელი ხაზზე: 555 795 776,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g