#1 ბარათის მფლობელებს ”თიბისი ბანკი” და ”მასტერქარდი” განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებენ. ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, მოიგონ საგზური მთელი ოჯახისთვის სუპერგმირების სამყაროში (2 მშობელი და 2 ბავშვი) ქალაქ დუბაიში.
”საგზურის მისაღებად საკმარისია განახორციელო ყველაზე მეტი გადახდა #1 ბარათით 15 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ან 5 დეკემბრიდან – 2018 წლის 1 იანვრის ჩათვლით. საგზურში შედის: ორმხრივი ავიაბილეთი; 5 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება 5 დღის განმავლობაში; 1 დღე „მარველის“ ატრაქციონების პარკში IMG World of Adventure; სადილი „მარველის“ თემატურ კაფეში; დუბაის შადრევნების შოუზე დასწრება; ბურჯ ხალიფას ტური; სამოგზაურო დაზღვევა.
თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს #1 ბარათი, მისი აღება შესაძლებელია ”თიბისი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში. ბარათის ყველა მფლობელი ავტომატურად ერთვება გათამაშებაში. საგზურის მფლობელი გამარჯვებული ოჯახების გამოცხადება მოხდება არაუგვიანეს 2018 წლის იანვრისა. მოგზაურობა დუბაიში დაგეგმილია 2018 წლის გაზაფხულზე”, – განმარტავენ ბანკში.