პროფკავშირები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან ერთად, აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და მსვლელობას ჯანდაცვის სამინისტროსკენ მართავენ.
მათი მოთხოვნები უცვლელია – მინისტრთან შეხვედრა, ხელფასების ზრდა და ნორმალური სამუშაო პირობები.
ცნობისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან თანამშრომლებმა აქცია გასულ თვეშიც გამართეს – ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.