LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ – აქცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან

101
სასწრაფოს აქცია

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, აქციას მართავენ თბილისში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან.

ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებას, ღირსეულ სამუშაო პირობებსა და შრომასთან შესაფერის ანაზღაურებას ითხოვენ.

მათი თქმით, დღევანდელი ანაზღაურება დატვირთვის შესაბამისი ანაზღაურება არაა. ბოლო ერთი თვეა მათ პანდემიისას დაწესებული დანამატი მოუხსნეს და შესაბამისად მათ მათივე განცხადებით, ხელფასები თითქმის გაუნახევრდათ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართეს.

მედიასთან საუბარში ექიმები ამბობენ, რომ  გასული ორი კვირის განმავლობაში, მოლაპარაკებები ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან, გაიმართა 4 შეხვედრა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს აქციების გამართვა.

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აცხადებენ, რომ სამსახურის მნიშვნელოვანი ფუნქციის გათვალისწინებით გაფიცვას არ აპირებენ, თუმცა გეგმავენ პერმანენტული აქციების გაგრძელებას მანამ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოგვიანებით,ჯანდაცვის სამინისტრომ, აქციის მონაწილეებს  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

თანამშრომლების ანაზღაურება 1200 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს – სასწრაფო დახმარების ცენტრი თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები