LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოტოციკლისტმა, რომელიც 376 კმ/სთ-ზე ავარიაში მოყვა, ისევ დაამყარა სიჩქარის რეკორდი

119

ზევ ეიზენბერგი, რომელსაც მოტოციკლებით რამდენიმე სიჩქარის რეკორდი ეკუთვნის, ყველაზე სწრაფი ადამიანი გახდა, რომელიც ორ ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებით ქვიშაზე გადაადგილდება. ღონისძიება Straightliners Top Speed-ის ფარგლებში, რომელიც Pendine Sands-ის პლაჟზე გაიმართა, ეიზენბერგმა მოტოციკლით 324,4 კილომეტრ/საათი განავითარა. ამის შესახებ ბლოგი Visor Down იუწყება.

ზევი სპორტბაიკს Suzuki Hayabusa-ს მართავდა, რომელსაც ფერის გამო მეტსახელი Green Meanie აქვს. მოტოციკლი აღჭურვილია 1240 კუბური სანტიმეტრის მოცულობის მქონე ძრავით, რომლის სიმძლავრეც 355 ცხენის ძალაა.

2016 წელს ეიზენბერგი სერიოზულ ავარიაში მოყვა: რეკორდის დამყარების მცდელობისას ის მოტოციკლიდან 376 კილომეტრ/საათ სიჩქარეზე გადმოვარდა. ეიზენბერგმა მრავლობითი მოტეხილობები მიიღო.

მკურნალობის ინტენსიური კურსისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ეიზენბერგი მოტოციკლის საჭესთან დაჯდა და ახალი მოტოციკლის გასატესტად ისევ ელვინგტონის აეროდრომზე დაბრუნდა, სადაც ავარია მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები