სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოძახებაზე მისულს პაციენტი მეუღლესთან ერთად ეზოში დახვდა. მეხუთე ბავშვზე ორსულ ქალს მშობიარობა მოულოდნელად დაეწყო, თუმცა მედიკოსების ოპერატიულობამ და პროფესიონალიზმმა კრიტიკულ სიტუაციაში ყველაფერი მშვიდობით დაასრულდა. ინფორმაციას ფეისბუკგვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.
„სასწრაფო დახმარების თიანეთის რაიონული სამსახურის 1-ელმა ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით „მშობიარობა“ მიიღო. გამოძახების ადგილზე მისულებს, პაციენტი ეზოში, მეუღლესთან ერთად დახვდათ.
როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ქალი მეხუთე ბავშვზე იყო ორსულად და მოულოდნელად მუცლის ტკივილი დაეწყო. ჰოსპიტალიზაციის პროცესში სამშობიარო ტკივილმა იმატა და ბრიგადის წევრები მშობიარობის მისაღებად მოემზადნენ. ფიზიოლოგიური მშობიარობით დაიბადა ჯანმრთელი გოგონა.
დედაშვილი სტაბილურ მდგომარეობაში ერთ-ერთ კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი.
პარამედიკოსი მაკა მეტონიძე
ექთანი ქეთევან მათურელი
მძღოლი გურამ კურდღელაშვილი“
