LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოუთმენლად ველოდები ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას” – კრისტიან დანიელსონი

139
dsdsdssdd

“მოუთმენლად ველოდები ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას,”-ეს განცხადება შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.

კრისტიან დანიელსონი თბილისში იმყოფება

„მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები აქ, ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა ველოდები დღეს, მოგვიანებით თქვენთან საუბარს“,- განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

შვედმა დიპლომატმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლი უნდა შეასრულოს.

მისი ვიზიტის მთავარი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება იქნება.

არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები