LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვედი არჩევნებზე, მივეცი ხმა, გამოვხატე ჩემი ნება, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას ექნება კეთილდღეობა და უკან დავტოვოთ ის რუსული ჭაობი, რომელიც გვაქვს“ – ანა დოლიძე

107
ანა დოლიძე

„ხშირად არის ადგილზე დაბნეულობა, მოქალაქეებმა არ იციან ხმის მიცემა როგორ უნდა, ადგილზე უხსნიან და ეს კარგი არ არის. საარჩევნო კომისიას ცოტა მეტი უნდა ემუშავა, რათა ხალხს პროცედურები გაეგო,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე გამოხატა ნება, რომ საქართველო ძლიერი, ევროპული ქვეყანა იყოს.

„დღეს დიდი დღეა. ეს იმითაც ჩანს, რომ დილიდან საარჩევნო უბნებთან არის რიგები. მე მოვედი არჩევნებზე, მივეცი ხმა, გამოვხატე ჩემი ნება, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას ექნება კეთილდღეობა და უკან დავტოვოთ ის რუსული ჭაობი, რომელიც გვაქვს. ხშირად არის ადგილზე დაბნეულობა, მოქალაქეებმა არ იციან ხმის მიცემა როგორ უნდა და ადგილზე უხსნიან და ეს კარგი არ არის. საარჩევნო კომისიას ცოტა მეტი უნდა ემუშავა, რათა ხალხს გაეგო პროცედურები, რომ ახლებურია. რაც მთავარია, დილის 8:00 საათზე უბნებზე ბევრი ხალხია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ. ყველას მოუწოდეთ, რომ არჩევნებზე წავიდნენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g