LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვიდნენ, ზედაპირულად შეაფასეს და წავიდნენ” – არ არის გამორიცხული კორპუსის მცხოვრებლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანონ

collage

თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლების გამოკითხვა. დიდი დიღმის პოლიციაში მოქალაქეები მომხდარი ტრაგედიის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობდნენ. მოსახლეობა ჰყვება , რომ ბუნებრივი აირის სუნი სადარბაზოშიც იგრძნობოდა, რის გამოც „ყაზტრანსგაზ“ თბილისის თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა მიზეზების დადგენა ადგილობრივების თქმით, სპეციალისტებმა ვერ შეძლეს.

“არაფერი ზომები არ მიუღიათ, ფაქტი სახეზეა. პასუხი აგოს თითოეულმა პირმა” – აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები

არ არის გამორიცხული კორპუსის მცხოვრებლებმა გაზგამანაწილებელი კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანონ.

 

 

შეგახსენებთ,აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძნობს, დანარჩენი პაციენტები ექიმებმა სახლში გაწერეს.
საცხოვრებელი კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g