LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო” – გიორგი კეკელიძის ემოციური მოგონება მამაზე

231
BeFunky-collage - 2023-01-04T234904.567

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მამის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ძველ ამბავს იხსენებს.

“მამაჩემი, წესისამებრ, ოქტომბერში ჩამოდიოდა. ოთხმოცდაათიანების ,,შუა საუკუნეები” იდგა. ზაფხულში სურებში ადიოდა, ჯერ თხილს აბინავებდა და მერე შეშას ამზადებდა.

პატარა, ქოხისმაგვარი სახლი, უშუქობა, უმეზობლობა, უიმედოება. ბუხარი არის და ცეცხლის დანთება შეგიძლია, მაგრამ ამდენი სასტიკი უ-ს შემხედვარეს და შემგრძნობს, არც მაგის ხალისი გაქვს, თუნდაც გალუმპული იყო და გციოდეს.

ჰოდა, ერთხელაც მამაჩემი მორიგ ოქტომბერში ჩამოვიდა და მიყვება, რომ მთელი დღე წვიმდა და “თხილს ხეკდა”. საღამოს ავტობუსი მოხრიგინდა თემში, ქვევით და ოზურგეთიდან ,,გამოტანებულს’’ დახვდა. იქნებოდა იქ ლამფის ფითილები, ორი თავი ყველი, პურები, მჭადის ფქვილი, შპროტები და გამოსაცვლელი შარვალი, სიჩქარეში რომ დარჩა.

ამოიარა ტალახიანი აღმართი, შევიდა ოთახში, ინერციით შეხსნა ფუთას თავი, დაიწყო დაზარებით ამოლაგება დაზეპირუბული გზავნილის.

და უცებ.. და უცებ პატარა ბროშურა გადმოვარდა. გიორგი კეკელიძე. ” დაიბადა ხარი, ჰოდა…” 1998 წელი… ლექსების პატარა კრებული. კარგმა ხალხმა რაღაც ნიჭი შემამჩნია და გამოსცა.

მამაჩემი იმ დროის და განცდის კაცი იყო, ბეჭდურად გამოხატული სიტყვა სულ სხვა წონას რომ გულისხმობდა. წამიერად მთელი დაღლა და იუმედობა მომეხსნაო. მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო.

მივვარდი ბუხარს და დავანთეო. დიდი და საგანგებო ცეცხლი. წვერს რომ იპარსავდა და სახეზე არაყს ისვამდა ოდეკოლონივით, ის არაყი გადმოვიღე და დავლიეო. უზარმაზარი ზეიმი ჰქონდა, უზარმაზარი.

მე ვიცი ასეთი სიხარულის ფასი, ასეთი დანთებული ბუხრის ფასი, რომელიც მეორე დღეს ისევ ძველებურად ბჟუტავს, რადგან ხვალინდელი დღე ისევ განწირულია მარტოობისთვის და უიმედობისთვის. მაგრამ ასეთ ბუხრებს მაინც ვერაფერი შეედრება, ბუხრებს ცოტახნიანი ცეცხლით და ბედნიერებით”, – წერს გიორგი კეკელიძე.

ამავე თემაზე:

“ჩვენ ვერ გაგვტეხენ…როცა აღარ ვიქნები სამშობლოს მტრისგან დახსნის საქმე თქვენ გააგრძელეთ” – უკრაინაში დაღუპული ქართველის მამა

„კაცი, რომელმაც ტამიშის ბრძოლის უიარაღო გმირის უმძიმესი ისტორია ჩვენამდე მოიტანა, არჩილ ხოფერიაა, უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა“ – თეა ადეიშვილის ემოციური მიმართვა

წუხელ მკითხეს, შენი ღმერთი როგორიაო…როცა ბებია იძინებდა, სახეზე სულ ოდნავ, ფრთხილ ღიმილს ვატყობდი. ასე მგონია, რომ ღმერთი იქვე, იჯდა და ბებიას გარდაცვლილ შვილს ასიზმრებდა: გიორგი კეკელიძე

“აქ მარადონას შემდეგ მეორე კაცია, ქუჩებში შეატყობთ გამოფენილ მაისურებს და სუვენირებს” – გიორგი კეკელიძე

ვიდეო: “საკუთარ მეუღლეს არ უყვებიან…არ ეუბნებიან მშობლებს, შვილებს…ფსიქიკური დაავადება სამარცხვინო არ არის” – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე მძიმე პერიოდზე: „თითქოს სხვა სამყაროში ხარ ამ დროს და გგონია, რომ ვერასდროს დაბრუნდები დედამიწაზე, რეალურად, თვეების შემდეგ ხვდები, რომ დიახ, ბრძოლას აუცილებლად აქვს აზრი…“

გიორგი კეკელიძე: „შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g