LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვითხოვ დაზარალებულად მცნონ, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ: მამუკა ხაზარაძე

357
Untitled

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ დაზარალებულად ცნონ. ამის შესახებ მან ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.

“მე მინდა გავერკვიო, როგორც დეპუტატი, როგორც მოქალაქე, როგორც ადამიანი. დღეს მე მოვითხოვ, რომ დაზარალებულად მცნონ. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ყველას მოვუწოდებ, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანი, ვინც მივა და იტყვის, რომ “არ მოგცემ უფლებას ჩემ პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩაერიო.

ის განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე დიპლომატებსაც უნდა უსმენდნენ და თურმე ასე იმართება ქვეყანა, ეს არის ქვის ხანა. ეს არის დილეტანტიზმი, იმ სისტემის მორგება, რაც სასამართლოში და პროკურატურაში მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” და ახლა ამის “გაპრავება” მიდის. თურმე პატრიარქს უსმენენ იმიტომ, რომ მისი უსაფრთხოება დაიცვან”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g