LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნეს გაწვეული რუსული კანონი“ – საპარლამენტო ოპოზიცია

148
Untitled design

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა, საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე მოითხოვა, რომ „დაუყოვნებლივ იქნეს გაწვეული რუსული კანონი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დაუბრუნდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას“.

პარლამენტში 15 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას.

„ოცნების“ მიერ ამ მავნებლური რუსული კანონის დაბრუნება პარლამენტში ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობა უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ნებას, იყოს ევროპული ქვეყნის ევროპული საზოგადოების ნაწილი და რაც მთავარია, პირდაპირ უხსნის გზას კრემლის ინსტიტუციებს და იქიდან მომდინარე საფრთხეებს საქართველოში. საპარლამენტო ოპოზიცია ვაცნობიერებთ ამ მართლაც წარმოუდგენელ გამოწვევას და როგორც არასდროს ვართ ერთიანი, როგორც არასდროს, ვართ მზად, ჩვენს ხალხთან ერთად დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული არჩევანი და არ მივცეთ უფლება კრემლის მიერ შეკვეთილი სცენარით საქართველოში არეულობას.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნეს გაწვეული რუსული კანონი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დაუბრუნდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას, 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით ნორმალური, ევროპული მმართველობის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

magti 5g