LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ ორივე მხარეს შეწყვიტონ თავდასხმა ექიმებზე და მისცენ მათ პროფესიული მოვალეობის შეუფერხებლად შესრულების საშუალება: ვახტანგ კალოიანი

88
ვახტანგ კალოიანი

„მოვუწოდებ ორივე მხარეს შეწყვიტონ თავდასხმა ექიმებზე და მისცენ მათ პროფესიული მოვალეობის შეუფერხებლად შესრულების საშუალება“, – ამის შესახებ განცხადებას რეანიმატოლოგი და ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი განცხადებით, პატიოსანი ექიმებზე თავდასხმა, მოთხოვნა თვალი დახუჭონ რეალურ ფაქტებზე და მიიღონ კონიუნქტურული გადაწყვეტილება, ქართული ოცნების ლიდერების და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისგან ძალიან სახიფათო პროცესია.

„პოლიტიკა საკმაოდ ზუსტი მეცნიერებაა, მასში ძალიან ბევრი ცვლადია და ყველა გაზომვადია. ცვლადებზე თვალის დახუჭვა გაყალბება სახიფათოა, რადგან ბოლოს არასწორ პასუხს მივიღებთ.

რეალობისთვის თვალის გასწორების, პროფესიული, პატიოსანი ანალიზის გარეშე ვერ მივაღწევთ ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანას.

პატიოსანი ექიმებზე თავდასხმა, მოთხოვნა თვალი დახუჭონ რეალურ ფაქტებზე და მიიღონ კონიუნქტურული გადაწყვეტილება, ქართული ოცნების ლიდერების და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისგან ძალიან სახიფათო პროცესია.

იგი კიდევ უფრო გვაცილებს ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს – თავისუფალი საზოგადოების შექმნას.

მოვუწოდებ ორივე მხარეს შეწყვიტონ თავდასხმა ექიმებზე და მისცენ მათ პროფესიული მოვალეობის შეუფერხებლად შესრულების საშუალება“, – წერს ვახტანგ კალოიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g