LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი: სტოლტენბერგი

69
იენს-სტოლტენბერგი-1

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.

„მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს კიდევ ერთხელ 9 მაისს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ” – აცხადებს სტოლტენბერგი.

მისი განცხადებით “ნატო” მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და აგრძელებს ქვეყნის დახმარებას, ისარგებლოს თავდაცვის უფლებით.

სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ პუტინი წარსულში ყოველთვის იყენებდა ამ დღეს დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატოს გასაკრიტიკებლად. ამიტომაც ელის, რომ კვლავ გაიგონებს „ტყუილებს ნატოსა და მთლიანად დასავლეთის შესახებ“.

magti 5g