„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყონ ხუთივე ატომურ ელექტროსადგურზე მშვიდობისმყოფელი ჯგუფების ჩამოსვლა“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი განმარტებით, „რადიაციას არ აქვს საზღვრები და განადგურების შესაძლო ზონა მთელი მსოფლიოა“.
„რადიაციას არ აქვს საზღვრები. განადგურების შესაძლო ზონა მთელი მსოფლიოა. უკვე მერამდენჯერ მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ევროკავშირის სახით, რომ უზრუნველყონ ხუთივე ატომურ ელექტროსადგურზე მშვიდობისმყოფელი ჯგუფების ჩამოსვლა, რომელთა შემადგენლობაში იქნებიან ევროკავშირის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები. ეს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხია“, – განაცხადა პრემიერმა შმიგალმა.