LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას მცირედით მაინც გაიაზროს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების ჯანმრთლობის და სიცოცხლის უფლება: ენმ

79
253164512-192915389659885-5216832760546844479-n-6186be5c96779

ნაციონალური მოძრაობა რუსთავში გამართული აქციის მონაწილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რუსთავში, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობის უმცირეს ნაწილსაც კი, რასაც უნდა გრძნობდეს ქვეყნის ხელისუფლება. მმართველი გუნდის ყველა ქმედება, ყველა ნაბიჯი, განპირობებულია ზიზღის, ბოროტების და შურისძიების ვიწრო პარტიული, დანაშულებრივი მოტივებით. დღეს პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა რუსთავში, ციხესთან გამართული პროტესტის ორგანიზებაში.

პოლიციის უკანონო ქმედებებმა და აქციის განლაგების შესახებ მათმა ულტიმატუმებმა გამოიწვია მასობრივი პროტესტისთვის სივრცის შეზღუდვა. ამას დაემატა ის, რომ ადგილზე არ იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების არც ერთი ბრიგადა. სამწუხაროდ, მსგავსმა მიდგომამ გამოიღო ფატალური შედეგი და სწრაფი სამედიცინო დახმარების ვერაღმოჩენის გამო, ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას მცირედით მაინც გაიაზროს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების ჯანმრთლობის და სიცოცხლის უფლება”, — აცხადებს ენმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები