LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოწევა და ალკოჰოლი ტვინს აზიანებს! ღიმილი კი, ტვინის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა“ – ცნობილი ნეიროქირურგის უახლესი კვლევა

1-1-20

ამ დასკვნამზე ცნობილი რუმინელი ნეიროქირურგი ვლად სიუერა წერს: “თქვენს ტვინს სჭირდება სუფთა,  ჯანსაღი, უცხიმო საკვები. არ თქვათ უარი ტკბილზე, მიიღეთ ის თაფლის სახით. ტვინს ძალიან უყვარს შოკოლადი, წყალი და ბევრი ღიმილი“, – ამბობს ვლად სიუერა, რომელიც ადამიანის ტვინს 50 წელია იკვლევს. კვლევის პროცესში მას 23 ათასი ადამიანი ჰყავს შესწავლილი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

ვლად სიუერას მტკიცებით, ტვინის უკეთ მუშაობისთვის მარტივი რეკომენდაციების შესრულებაც საკმარისია. ამისთვის აუცილებელია დილით ადრე ადგომა, ელემენტარული ფიზიკური დატვირთვა, დღეში 2 ჭიქა წყალი: „თუ თქვენ მიჯაჭვულნი ხართ პლანშეტებზე, ეს ძალიან ცუდია. დღეს ხალხი ერთმანეთს მხოლოდ სოციალური ქსელით ეკონტაქტება. ეს არასწორია, რადგან ჩვენი მისია ურთიერთობა და ევოლუციაა. შეეცადეთ დილით შეძლებისდაგვარად ადრე ადგეთ, გააღეთ ფანჯარა, შემოუშვით სუფთა ჰაერი. აუცილებლად დალიეთ ორი ჭიქა წყალი, რათა კუჭ-ნაწლავის ტრაქტმა მთელი დღის მანძილზე სწორად ფუნქციონირება შეძლოს“, – დასძენს პროფესორი.

სიუერას მტკიცებით, ტვინი მთელი ღამის მანძილზე მუშაობს. ამიტომაც ხდება, რომ პრობლემებზე ჩაფიქრებულებსა და ჩაძინებულებს, დილით უკვე გადაწყვეტილება მიღებული გვხვდებათ. ეს კი იმის ბრალია, რომ ტვინი ახდენს კავშირს ფიქრს, განსჯასა და მეხსირებას შორის და დილით გვაძლევს პასუხს. ამიტომ მნიშვნელოვანია, უძილო ღამეებს სამუდამოდ დავევმშვიდობოთ.

აქვე რუმინელი პროფესორის მკაცრი რეკომენდაციაა უარი ვთქვათ მოწევაზე, ის ცუდად მოქმედებს ტვინსა და გულზე. ასევე ტვინზე ცუდად მოქმედებს დიდი ოდენობით ცხიმისა და ხორცის მიღება. რადგან ხორცი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, პროფესორი გვირჩევს არჩევანი დაბალკალორიულ ხორცზე გავაკეთოთ. აი ტკბილეული კი ტვინის მუშაობას საგრძნობლად აუმჯობესებს, განსაკუთრებით შავი შოკოლადი, ნატურალური კაკაო და თაფლი. ყველაზე დადებით ეფექტს კი ტვინზე თურმე ღიმილი ახდენს. პროფესორი მოგვიწოდებს, მალე გავეცალოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ხშირად გავიღიმოთ. ღიმილი ტვინის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ტვინის ვარჯიშია, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს ალცჰაიმერის დაავადების საუკეთესო პრევენცია ყოფილა: „ბევრი იკონტაქტეთ ადამიანებთან, იყავით გახსნილები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისეირნეთ, იმოგზაურეთ, გაეცანით სიახლეებს, იმოძრავეთ. უსმიენთ მუსიკას, იცეკვეთ. დამტკიცებულია, რომ ცეკვა ალცჰაიმერის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა“, – ამბობს სიუერა. აქვე მნიშვნელოვანია დროული ძილი, რომელიც 6 საათს უნდა გრძელდებოდეს. პროფესორის თქმით, ღამით ტელევიზორის ყურებას უმჯობესია წიგნის კითხვით დავკავდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები