LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა…“ – პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

629
გიგა ავალიანი

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„მკვლელებს ჩემი მოსმენა მოუწევთ“ – მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე სასამართლოში მივიდა

გოგონას, რომელსაც თურმე ჩემი შვილი სექსუალურად ავიწროებდა, არაფერი არ ჰქონია სათქმელი სასამართლოზე

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებული, 26 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 26 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ხვალ არის დღე, რომელსაც არც ერთი დედა არ უნდა მოესწროს… ყველაზე მეტად ახლა მჭირდებით!…“ – მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის დედა საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g