LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდებისთვის გარკვეულ საიტებზე წვდომა აიკრძალება

156
a1479150195

“ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტ კაფეებს, მათ ბალანსზე არსებულ საჯარო საქმიანობისთვის განკუთვნილ კომპიუტერებზე, სპეციალური ინტერნეტ ფილტრების დაყენება მოუწევთ.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს, ინტერნეტ ფილტრების დაყენებით საჯარო სივრცეში ბავშვისა და მოზარდისათვის ისეთ საიტებზე წვდომის შეზღუდვა წარმოადგენს, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდას ეწევა.

ასევე შეზღუდული იქნება ისეთ აუდიო თუ ვიდეო მასალაზე წვდომა, სადაც ძალადობის, პორნოგრაფიის, მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოჩენილი.

გარდა ამისა, “ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ინტერნეტიდან მომავალი საფრთხეებისგან ბავშვის დაცვას მშობლებს სახლის პირობებშიც სთავაზობს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ინტერნეტ პროვაიდერებთან მშობლების მოთხოვნის საფუძველზე მსგავსი საიტებზე ფილტრებისა და შეზღუდვების დაყენება სახლშიც შესაძლებელი გახდება.

კოდექსის პროექტის მიხედვით, ასევე აიკრძალება მოზარდის ისეთ დაწესებულებაში დასაქმება, სადაც ალკოჰოლური, ტოქსიკური და ფსიქოტროპული მასალის წარმოება, ტრანსპორტირება, რეალიზაცია ხდება.

“ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოაქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით მომზადდა.

კანონი პარლამენტში პირველ მოსმენაზე შემდეგ სასესიო კვირას გავა. დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა.

პოპულარულები