LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდი ერთი დღით ფინეთის პრეზიდენტი გახდა

67
39-863635615dab7de076a

16 წლის ნელა სალმინენმა ერთი დღით ფინეთის პრეზიდენტის როლი მოირგო. მოზარდს ასეთი შესაძლებლობა გოგონების უფლებების წინ წამოწევის პროექტის ფარგლებში მიეცა.

„ეს დღე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ბოლო პერიოდში განმიცდია“, – აღნიშნა თინეიჯერმა.

კამპანიის ორგანიზატორი საერთაშორისო ორგანიზაცია გახდა. ინიციატივა გოგონებს საშუალებას აძლევს, რომ პოლიტიკასა და ბიზნესში საპასუხისმგებლო სტატუსები მოირგონ.

ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ გოგოებისთვის ყურის დაგდება ნამდვილად ღირს, რადგან მათ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ.

ნელა ქვეყნის ნამდვილ პრეზიდენტს საული ნიინისტეს შეხვდა და კლიმატის ონლაინ-კონფერენციის მონაწილეებსაც მიმართა.
ფინელი ქალები ქვეყნის პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლებს ასრულებენ. მაგალითად, 2019 წელს სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრიც კი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები