მართალია, ჰოლივუდის ვარსკვლავთა უმეტესობა ნაკლები ხალისით იხსენებს წარსულს, რადგან ბევრს სერიოზული სამუშაოს გაწევა მოუხდა წარმატების მისაღწევად, მაგრამ ჯორჯ კლუნი, რომელიც ყოველთვის ყურადღებით იყო განებივრებული მათ რიცხვს არ მიეკუთვნება.
საიტზე MyHeritage, რომელიც დიდი ხანია იკვლევს ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიისა და გენეოლოგიას, კლუნის იშვიათი ფოტოები გამოქვეყნდა. როგორც აღმოჩნდა, მომავალმა მსახიობმა საშუალო სკოლა კენტუკის შტატში დაამთავრა და არა მხოლოდ კალათბურთის გუნდში, სამეცნიერო კლუბშიც წარმატებით საქმიანობდა. გამოსაშვები საღამოს ფოტოებზე, რომლებიც მანამდე არასდროს გამოქვეყნებული, კლუნი ელეგანტურ კოსტიუმშია გამოწყობილი და საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება, რაც მოგვიანებით სტივენ სოდერბერგის საკულტო ტრილოგიაში ,,ოუშენის მეგობრებშიც” გაიმეორა.