LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, გარდაიცვალა

188
untitled-design

მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ინფორმაცია “ფორტუნას” იაშვილის კლინიკაშ დაუდასტურეს.

დაჭრის შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოხდა.

მოზარდი გოგონა, ძმამ პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი გასროლით, თავის არეში დაჭრა.

არასრულწლოვანი, თავდაპირველად, გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში სამ ქულიანი კომით შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ის, ამ დრომდე, იაშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმების განმარტებით, გასროლა, სავარაუდოდ ახლო მანძილიდან განხორციელდა, რის გამოც მიყენებული დაზიანება მძიმე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები