LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს

56
Untitled design (4)

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი კლინიკიდან დღეს გაწერეს.

ის იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ბინაზე დაკვირვების რეკომენდაციით გაეწერა.

კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული.

ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

შეგახსენებთ, გუშინ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სანდრო შელია: ორი მოწყობილობაა, რომლებიც ადგილზე უნდა იყოს, ერთ-ერთი მათგანი მწყობრში რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა

“ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი “მოღვაწეობის” ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი, ვეცდები ავხსნა…” – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

ნინო ლომჯარია: “დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა პოლიტიკოსების მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ სამძიმრით, ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს!!”

“მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ” – პირველი ინტერვიუ მებაღესთან, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები