LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა

113
თავდაცვის სამინსტრო (1)

ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა.

ამის შესახებ „ფორტუნას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, სამხედროებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„სწავლების დროს გადაბრუნდა ავტომობილი. ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. თავის დაზღვევის მიზნით უტარდებათ კვლევები“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g