LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრევლი კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა ტაძარში, დილის 6 საათზე კი დატოვებს – დეკანოზი ჯაღმაიძე

207
BeFunky-collage (4)

გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე და ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. მრევლს შეეძლება სრულყოფილი მონაწილეობა ლიტურგიაში,- ეს განცხადება საგანგებო ბრიფინგზე საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

მისი თქმით,  მთავრობამ და ეკლესიამ დიდი ხნის კონსულტაციების შემდეგ შეძლეს პოზიციების შეჯერება და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესია არ დაიკეტება.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო და მთელი მსოფლიო სიტუაციის მიხედვით მოქმედებს. მთავარი საკითხი რაზეც უნდა შევთანხმებულიყავით უკავშირდებოდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მსახურებას.

ბევრი პოზიციებსის შეჯერება გახდა საჭირო. საბოლოო ჯამში, მივიღეთ აუცილებელი პირობები, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს ეკლესიის დახურვა მრევლისთვის და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა. გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რაც სახელმწიფოსგან იქნა მოწოდებული.  – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთან, ჯაღმაიძის თქმით, ყველა მადლიერებით უნდა შეუდგეს იმ საქმეს, რასაც ექიმების, სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან ვხედავთ.

ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მცირე ზომის ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან – მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები