ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნეს მოქალაქეების დისტანცირება,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, დიდ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია ორმეტრიანი დისტანციით ჩატარდება. მცირე ზომის ეკლესიებში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
“ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინსიტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნებიან პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ სოციალური დისტანციის დაცვას,”- განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში შიდა გავრცელების შემთხვევები მატულობს, ფართოვდება კლასტერები, ამიტომ პრემიერის პრესპიკერი მოსახლოებას დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
“დღეს თითოეულ ჩვენგანს განსაუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ერთმანეთის და ქვეყნის წინაშე.”- განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე ინფორმაციით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის სახით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას.
ამასთან, პრემიერის პრესსპიკერმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება იკრძალება და ამისთვის 3 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.