LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი წამალი, რომელიც კაცობრიობას კორონავირუსის წინააღმდეგ აქვს, სოციალური დისტანცირებაა: ბიძინა კულუმბეგოვი

179
BeFunky-collage (6)

კორონავირუსს, სეზონურ გრიპთან შედარებით 10-ჯერ მეტი ლეტალობა აქვს. ამ ტალღის გადავლის შემდეგ ველოდებით, რომ ამ ტიპის კორონავირუსმა აგრესიულობა დაკარგოს და შეიძლება შემოდგომიდან უკვე ისეთი დამაზიანებელი არ იყოს ადამიანებისთვის, როგორიც დღეისთვის – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

ექიმი აცხადებს, რომ ერთადერთი წამალი, რომელიც კაცობრიობას კორონავირუსის წინააღმდეგ აქვს, სოციალური დისტანცირებაა.

„შესაძლებელია ვირუსი დროის რაღაც მონაკვეთში (ერთ, ორ, სამ წელში) მოსახლეობის 80-90-მა პროცენტმა გადაიტანოს. პოპულაციურ იმუნიტეტს, ალბათ ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო ხალხი რამდენიმე წელიწადში ჩამოიყალიბებს, მაგრამ ეს იქნება იმუნიტეტის ჩამოყალიბების 2 შესაძლო ვარიანტი: ერთი, ბუნებრივი გზით, მსუბუქი სიმპტომით გადაიტანს და რაღაც ნაწილს, როცა ვაქცინა გვექნება ხელოვნური გზით ექნება ამის იმუნიტეტი.

ამიტომ, ახლა მთავარია, ეს ვირუსი ადამიანების დიდ რაოდენობას თავიდან ავარიდოთ. ერთადერთი წამალი, რომელიც კაცობრიობას კორონავირუსის წინააღმდეგ აქვს, ეს არის სოციალური დისტანცირება და ჟანგბადის მიწოდება – სხვა მედიკამენტი არ არსებობს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ამასთან, ალერგოლოგ-იმუნოლოგი მიიჩნევს, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან ასარიდებლად ქალაქებს შიგნით მოქალაქეთა გადაადგილების წესები უნდა გამკაცრდეს. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, მოქალაქეების გადაადგილების უფლება მხოლოდ წამლის ან სურსათის შესაძენად უნდა შეეძლოთ.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g