LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

137
BeFunky-collage (5)

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. მონაცემები ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ განაახლა.

ვირუსი სულ 2 000 984 ადამიანს აქვს. მათგან 500 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა, 128 071 კი, გარდაიცვალა.

ყველაზე რთული ვითარება აშშ-შია. ქვეყანა გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა ოდენობით მსოფლიში პირველ ადგილზეა. აშშ-ში ვირუსი საერთო ჯამში 610 ათასამდე ადამიანს აქვს დადგენილი, 26 ათასზე მეტი კი, გარდაიცვალა. მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს იტალია 21 ათასზე მეტი გარდაცვლილით. მესამე ადგილზე კი, ესპანეთია 18 600-მდე ლეტალური შემთხვევით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები