ეს მატება იქნება ბევრად უფრო მაღალი პროგრესიის, თუ ჩვენ ამ წესებს არ დავიცავთ და ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე 9 მაისისთვის ვვარაუდობთ, რომ გვეყოლება 2000 დადასტურებული „კოვიდ“ პაციენტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ კიდევ უფრო ცუდად იქნება დაცული წესები, მაშინ, ტიკარაძეს აქვს ვარაუდი, რომ საქართველოში 9 მაისისთვის გვეყოლება 4000–ზე მეტი დაინფიცირებული.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს და აქედან გამომდინარე ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ იქნება, რომ ძალიან გთხოვთ დარჩით სახლში და დაიცავით ყველა ის მითითება, რომელსაც ჩვენ ასე ძალიან გთხოვთ უკვე ორი თვეა და დღეს უკვე მოგიწოდებთ და ვთვლი, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე ვალდებული არის შეასრულოს ეს ღონისძიებები, რომელიც არის მითითებული და ახსნილი ჩვენი სპეციალისტების მხრიდან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად, გაიზრდება საწოლფონდი.
ყველა ექიმთან მიმდინარეობს ინფექციის კონტროლის ტრეინინგი და ასევე, ყველა იმ მითითებების გაცემა, რომელიც კორონავირუსთან საბრძოლველად გაცემულია. გეგმაში გვაქვს 4 000 საწოლზე მეტი მობილიზებული, გარდა ამისა, დინამიკაში დაკვირვებით იდენტიფიცირებული გვაქვს ყველა დეტალი და ხარვეზი, რაც გამოსასწორებელია. ჩვენ ყველანაირად ვუზრუნველყოფთ, არ გადაიტვირთოს სავაადმყოფოები.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა, სულ – 71
პირველი მაისიდან, ასევე, გაიზრდება საკარანტინო ზონებში საწოლების რაოდენობა, სამასიდან რვაასამდე. ხოლო პიკურ პერიოდში 1 200 საწოლამდე გავზრდით საკარანტინო სივრცეს.საერთო ჯამში, პროგნოზი ასეთია: იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ყველა მითითებას დაემორჩილებიან, ისეთი დინამიური ზრდა გვექნება , როგორიც აქამდე გვქონდა და საავამდყოფოების გადატვირთვას საფრთხე არ ემუქრება.”- აღნიშნა ტიკარაძემ.