LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა, სულ – 71

113
1585314217-5e845d9718a2f

საქართველოში კოროანვირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში უკვე 71 გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავს.

თბილისის ინფექციური საავდმყოოფს სამედიცინო დირექტორის მარიან ეზუგაბაის განცხადებით, მათ კლინიკაში ტესტირება ჩაუტარდა  12 პაციენტს, რომელთაგანაც 2-ის გამოჯანმრთელება დღეს დადასტურდა, ხოლო რამდენიმეს პასუხი უკვე ხვალ იქნება ცნობილი.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაიცვალა სამი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 5034, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 463 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები