მსახიობი დონარა გვრიტიშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი, ხატია ხოსროშვილი ავრცელებს და ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
„სინათლისკენ იარე დე.
პანაშვიდები: პარასკევი, შაბათი 17:00 სთ. დან
უნივერსიტეტის ქუჩა N6 ( სარიტუალო დარბაზი)
გასვენება: კვირა, 14:00 სთ ქაშუეთი“, – ვკითხულობთ ტექსტში.
აღსანიშნავია, რომ დონარა გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა.
დონარა გვრიტიშვილი 1956 წლის 8 ივნისს დაიბადა. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მაყურებელმა არაერთ თეატრალურ დადგმასა თუ კინოში იხილა, მათ შორის, მისი ფილმოგრაფიიდან გამორჩეულია ლევან ზაქარეიშვილის „ისინი”, რამაზ იოსელიანის „მაგრამ რა მერე?”, ლევან ანჯაფარიძის „არის ასეთი ქვეყანა”, ლევან ზაქარეიშვილის „თბილისი-თბილისი” და სხვა.
