LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი ნათია წიწილაშვილი მეორე ქორწინებიდან მეორე შვილს ელოდება

3056
wiwilashilinews45

მსახიობი ნათია წიწილაშვილი ფეხმძიმედაა. ის მეორედ გახდება დედა. პირველი ქორწინება მას ასევე მსახიობ გიორგი კალანდაძესთან აკავშირებდა. წყვილს ერთი გოგონა ჰყავს. მეორედ ის არქიტექტორ მიშო ლეჟავას გაჰყვა ცოლად და ახლა წყვილი შვილს ელოდება.

ნათია წიწილაშვილის თქმით, მას სრულიად უპრობლემო ორსულობა აქვს და თავისი მდგომარეობის შესახებ ახალ ამბებს ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს: „ჩემი ქმარი ყველაფერში ძალიან მეხმარება. ჩვენ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბავშვს მუცლით მე ვატარებ, სხვა ყველაფერს ორივე ვაკეთებთ (იცინის). დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას. პირველი პერიოდი ხასიათში ცვლილებები მქონდა, ცოტა გაღიზიანებული ვიყავი და მაქსიმალურად მიწყობდა ხელს. რაღაც პერიოდი ცოტა კი შემეცოდა (იცინის)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g