ცნობილია, რომ მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი თავის კარიერას მომღერლობასაც უთავსებს. ცნობილი კინოროლების გარდა, ვარსკვლავი ორ მუსიკალურ ალბომს ფლობს.
პირველი მათგანი „Anywhere I Lay My“ 2008 წელს გამოვიდა, ერთ წელიწადში კი მას მეორე, „Break Up“ მოჰყვა. ეს უკანასკნელი მსახიობმა ინდი-როკერთან, პიტ იორნთან ერთად ჩაწერა. ცხრა წლის შემდეგ კი, იოჰანსონმა კიდევ ერთ დისკზე დაიწყო მუშაობა.
ამ დღეებში კი ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერის პრეზენტაცია შედგა. დისკი ხელმისაწვდომი 2018 წლის 1 ივნისიდან იქნება და მასში 5 სიმღერა შევა.
