რას ფიქრობენ ტურისტები საქართველოზე – კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ უამრავი ადამიანი შეუერთდა. ამჯერად კოპენჰაგენში მცხოვრები ქართველები, დანიელების და არა მარტო მათ, ემოციებს გვაცნობენ.
youtube.com-ზე უკვე გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც როგორც დანიის მოქალაქეები, ისე ამ ქვეყანაში მცხოვრები უცხოელები საქართველოში მოგზაურობის დეტალებს იხსენებენ და ჩვენს ქვეყანაზე ყვებიან.
საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კოპენჰაგენში მომზადებულ 3 წუთიან ვიდეორგოლში ჩეხი, დანიელი, იტალიელი, სერბი ტურისტები საკუთარ ემოციებს და შთაბეჭდილებებს გადმოსცემენ და მოგზაურებს საქართველოს ნახვას ურჩევენ.
“თავდაპირველად თბილისს ვესტუმრე. ქალაქი აბსოლუტურად მომაჯადოვებელია. ვფიქრობ, მსგავს საოცრებაში არასდროს ვყოფილვარ. ნამდვილი ზღაპარია. ძალიან ძველი და მისტიკური“, – ამბობს ტრინე, დანიიდან. ის ქართულ სამზარეულოზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას პირველი რასაც აკეთებს ქართული რესტორნის ძებნაა.
10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)
რამდენიმე ადგილი მაღალმთაში, რომლის ნახვასაც გირჩევთ
ტრინეს მოსაზრებას იზიარებენ იტალიელი სილვია და ასევე დანიელი მარიაც. იტალიელი ამბობს, რომ ქართულ სამზარეულოზე გიჟდება, მარია კი გვყვება, როგორ დალია „ბევრი ჭაჭა“ მეგობრებთან ერთად.
ყაზბეგი, სვანეთი, ბათუმი, თბილისი- ეს იმ ლოკაციების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც უცხოელი ტურისტები გვიყვებიან და მთავარ აქცენტს ქართველების მეგობრულ დამოკიდებულებაზე, სტუმართმოყვარეობაზე, გემრიელ სამზარეულოსა და გასაოცარ არქიტექტურაზე აკეთებენ.