კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა, მსახიობი, რეჟისორ ქეთი დოლიძის ქალიშვილი, თამრი ბზიავა ეხმაურება სოციალურ ქსელში და ხაზგასმით გამოხატავს პატივისცემას დავით დოიაშვილის, როგორც ხელოვანისა და რეჟისორის მიმართ.
ამასთან, როგორც რეჟისორ ქეთი დოლიძის ქალიშვილი წერს, მის ოჯახს წარსულში ჰქონია უსამართლობის გამოცდილება, რაც ახლანდელ მოვლენებს მტკივნეულად აახლებს.
თამრი ბზიავა სოლიდარობას უცხადებს „ახალი თეატრის“ დასს და აღნიშნავს, რომ არც ის და არც მისი დედა, რეჟისორი ქეთი დოლიძე ამ ეტაპზე, ქალაქში არ იმყოფებიან, თუმცა დოიაშვილის მიმართ მხარდაჭერას დისტანციურად გამოხატავენ.
„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემი ოჯახისთვის ძალიან ნაცნობი და ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ! მსგავსი ტკივილი გამოვლილი აქვს ქეთის სრულიად უსამართლოდ რამდენიმე წლის წინ! პასუხი დღესაც არ ვიცით რატომ, თუმცა როგორც ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა ახლახან მითხრა, ეს სამყარო ხშირად უსამართლოა და სამართალს ნუ ეძებო!
ჰოდა, დოი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ძალიან ხმამაღლა ამოიღო ხმა უსამართლობაზე წლების წინ. ახლა ამ სტატუსს ამიტომ არ ვწერ! უბრალოდ ერთი რამე მინდა ვთქვა, დათო დოიაშვილს, როგორც რეჟისორს და შემოქმედს კბილს ნუ უსინჯავთ!
მისი სპექტაკლები ღრმა ბავშვობიდან მახსოვს და დღემდე ძალიან მიყვარს! ჩემთვის ის სწორედ ის ხელოვანია, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, არც მე და არც ქეთი ქალაქში არ ვართ , მინდა თანადგომა გამოუცხადო მთელს თეატრს დოის კი ამით არაფერი დააკლდება ზუსტად ვიცი“, – წერს თამრი ბზიავა.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.
ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:
„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე
„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე
„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი