LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობა წლიურად გაძვირდა – სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 18.6%-ით გაიზარდა

198
მშენებლობა

2023 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაზე ფასების 1.2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, რამაც -0.11 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, სამშენებლო მასალების ფასები 0.5 პროცენტით გაიზარდა, რამაც 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა თვის ინდექსზე.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 4.41 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

კერძო სახლები ყველაზე მეტად ჩუღურეთში გაძვირდა, ბინები კი მთაწმინდის რაიონში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g