LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა

168
20180305103530

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 5.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.76 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის ცნობითვე, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 9.3 პროცენტიანი ზრდით, რაც 5.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები