LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებმა შვილისთვის ბილეთის ყიდვაზე უარი თქვეს და პატარა აეროპორტში დატოვეს

126
Capture

ბელგიელმა ოჯახმა, რომელიც ისრაელში ისვენებდა, ბავშვისთვის ავიაბილეთის ყიდვაზე უარი თქვა და პატარა რეგისტრაციის მაგიდასთან დატოვა. შემთხვევის დეტალები The Jerusalem Post-მა გაავრცელა.

ინციდენტი თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ბელგიელები გეგმავდნენ, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანიის Ryanair-ის რეისით ბრიუსელში ჩასულიყვნენ, თუმცა ბავშვისთვის ბილეთი არ აღმოაჩნდათ. მშობლებმა კიდევ ერთი ბილეთის ყიდვაზე უარი თქვეს და ეტლში მოთავსებული ბიჭუნა რეგისტრაციის მაგიდასთან დატოვეს და პასპორტის კონტროლისკენ მარტო გაემართნენ.

აეროპორტის თანამშრომლებმა, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ, პოლიციაში დარეკეს. მოგვიანებით ცოლ-ქმარი დააკავეს და დაკითხვაზეც გადაიყვანეს, სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები