„ნეტფლიქსის“ ახალი სერიალის „ლეოპარდის“ პირველი თრეილერი უკვე გამოქვეყნდა.
სერიალში მთავარ როლებს 20 წლის დევა კასელი და მისი რჩეული, სოლ ნანნი ასრულებენ. სერიალში მოქმედება სიცილიაში ხდება. სიუჟეტის ცენტრში დიდგვაროვანი ფაბრიციო სალინაა, რომელიც ურთულესი არჩევანის წინაშე დგება – დათანხმდეს თუ არა ქალიშვილის ქორწინებაზე ქონების გადასარჩენად, თუ მისცეს მას უფლება არჩევანი სიყვარულით გააკეთოს.
სერიალი გადაღებულია იტალიელი მწერლის, ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას ნაწარმოების მიხედვით, „ლეოპარდი“ ეკრანებზე 2025 წლის მარტში გამოვა.
საინტერესოა, რომ 1963 წელს ლუკინო ვისკონტიმ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლს ალენ დელონი ასრულებდა.
ვიდეო: „მონიკას ასლია“ – 20 წლის დევა კასელი „დიორის“ ახალ რეკლამაში შეუდარებელია
დედისგან და მამისგან საუკეთესო აიღო – დევა კასელი გერმანული გამოცემის გარეკანზე ბრწყინავს
დევა კასელის სერიოზული განაცხადი გამჭვირვალე კაბით, „ვოგის“ საიუბილეო ნომერში
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_13-54-10_503905.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_13-54-19_771054-1024x576.jpg)